კოვიდაფეთქება ციხეებში - პატიმრები დახმარებას ითხოვენ

კოვიდაფეთქება ციხეებში - პატიმრები დახმარებას ითხოვენ

8-02-2022, 09:35 - 2022
535
       

ციხეებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. პატიმართა ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ.

როგორც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, პატიმართა ნაწილს ტემპერატურა და სხვადასხვა სიმპტომი აქვთ, თუმცა მათი იზოლირება ან გატესტვა არ ხორციელდება.

„ჩემს პატიმარს მეოთხე დღეა 40-მდე აქვს სიცხე. ამას წინათაც მესაკნეებს აღმოაჩნდათ კოვიდი ისე მოატარეს და ისე გადაიტანეს იმ ბიჭებმა ვირუსი რომ იზოლაციაში არ ყოფილან. პენიტენციურში ვრეკავ, ვერ გავაგონე ხმა, გლდანის ციხეში, თუ რუსთავში, ყველგან ერთი იგივე სიტუაციაა. ყველგან სიცხიანები და ასე ერთად ჩაკეტილები არიან“, - განაცხადა პატიმრის ოჯახის წევრმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები