უკრაინელებმა ხარკოვში რამდენიმე დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს - გენშტაბი

უკრაინელებმა ხარკოვში რამდენიმე დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს - გენშტაბი

30-04-2022, 23:18 - 2022
573
       

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით მტრის ჯარი აგრძელებს ქალაქ ხარკოვის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვას. გარდა ამისა, ოკუპანტები უტევენ იზუმსაც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები