ბუჩაში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს, სადაც 3 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი.
ამის შესახებ ინფორმაციას კიევის რეგიონის პოლიცია ავრცელებს.
ცნობილია, რომ საფლავი სოფელ მიროცკეს სიახლოვეს, ტყეში იპოვეს. გარდაცვლილებს ხელები შეკრული ჰქონდათ, მათ სახეებზე კი ნაჭერი იყო შემოხვეული.
„გვიან ღამით კიევის ოლქის სოფელ მიროცკოეში კიევ ერთი საერთო სასაფლაო აღმოვაჩინეთ. საფლავები რუსებით პოზიციასთან ახლოს იყო გათხრილი. ფაქტია რომ ისინი რუსებმა კვალის დაფარვის მიზნით დამარხეს. სამწუხაროდ საფლავში 3 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ვიპოვეთ და 3-ვე მათგანი თავში დამიზნებითაა მოკლული. ასევე დაღუპულებს თვალები ახვეული ჰქონდათ. ირკვევა, რომ ამ ადამიანებს აწამებდნენ. მათი ამოცნობა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან მტერმა წამების დროს ისინი დაასახიჩრეს. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ეს არის სამხედრო დანაშაული. ამ ეტაპზე რუსების მიერ მოკლული 1202 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარს მივაგენით“, - ამბობს პოლიცია.