რუსეთში ისევ ძლიერი ხანძარია - იწვის თბოელექტროსადგური

რუსეთში ისევ ძლიერი ხანძარია - იწვის თბოელექტროსადგური
30-04-2022, 12:32 - 2022
691

რუსეთში ისევ ხანძარია, ამჯერად ქვეყნის აღმოსავლეთში, კუნძულ სახალინზე თბოელექტროსადგური იწვის.


ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ რეგიონის გუბერნატორის, ვალერი ლიმარენკოს შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

კუნძულის სამხრეთით მდებარე თბოელექტროსადგურზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. მიზეზი ტურბოგენერატორის გათიშვა გახდა.

ახლა იქ ტექნოლოგიური პროცესი შეჩერებულია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს რუსეთში სტრატეგიულ ობიექტებზე ხანძრები გახშირდა. 21 ივნისს ტვერში დაიწვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-2 ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის მთავარი შენობა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა