ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
30-04-2022, 01:50 - 2022
707

ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, ფრინველის გრიპის ეს შტამი ხენანის პროვინციაში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს დაუდასტურდა, რაც მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. ამას ადასტურებს ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისიაც.
 
ცნობილია, რომ ეს ინფექცია, ძირითადად, სხვადასხვა ფრინველში ვრცელდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის ადამიანზეც გადადის. ვირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქება 2015 წელს მოხდა, როცა შტამ H5N1-ს 140 მილიონზე მეტი ფრინველი ემსხვერპლა. გასულ წელს მისი ვარიანტი H10N3 პირველ ადამიანს აღმოაჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, სხვები არ დაავადებულან.
 
რაც შეეხება ამ შემთხვევას, ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში სიცხითა და სხვა სიმპტომებით 5 აპრილს მიიყვანეს, 10 აპრილისთვის კი მისი მდგომარეობა გაუარესდა. 24 აპრილს ბიჭს ტესტი გაუკეთდა, რომელმაც H3N8-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა