უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქის სტრატეგიული სოფელი, რუსკაია ლაზოვაია ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქის სტრატეგიული სოფელი, რუსკაია ლაზოვაია ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

29-04-2022, 23:57 - 2022
798
       

უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქის სტრატეგიული სოფელი, რუსკაია ლაზოვაია ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.  

"უკრაინის შეიარაღებული ძალებმა, სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკის ხელმძღვანელობით, ხარკოვის რეგიონში მდებარე, სოფელი რუსკაია ლაზოვაია ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ახლა ის სრულად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება, რომელიც ხარკოვი-ბელგოროდის გზატკეცილზე მდებარეობს. რუსეთის საოკუპაციო ძალები გაუჩერებელ შეტევებს სწორედ ამ დასახლებიდან აწარმოებდნენ". - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები