რუსეთის დაზვერვა: პოლონეთი უკრაინაში სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავს

რუსეთის დაზვერვა: პოლონეთი უკრაინაში სამხედრო ძალების განლაგებას გეგმავს

29-04-2022, 23:35 - 2022
855
       

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადება დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება. 


ამის შესახებ TASS-ს საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროში განუცხადეს.

"საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის მიერ 28 აპრილს გავრცელებული განცხადება ვაშინგტონისა და ვარშავის ერთობლივ გეგმებთან დაკავშირებით, რაც დასავლეთ უკრაინაში პოლონეთის სამშვიდობო კონტინგენტის განლაგების უკავშირდება თეორია არ არის, არამედ სადაზვერვო ინფორმაციაა, რომელიც რამდენიმე სანდო წყაროს ეყრდნობა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები