რა ცვლილებებია მოსალოდნელი მინისტრთა კაბინეტში

რა ცვლილებებია მოსალოდნელი მინისტრთა კაბინეტში
7-02-2022, 22:34 - 2022
7 232

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოს პერიოდში საკადრო ცვლილებების განხორციელება იგეგმება. თანამდებობას ამჯერად ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაემშვიდობებიან.

ნათია თურნავა, სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკში გადაინაცვლებს და მისი ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს მან შესაძლოა, ღვინის ეროვნულ სააგენტოში გადაინაცვლოს.

გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან „ქართულ ოცნებაში“. მისი ერთ-ერთი წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება შესაძლო საკადრო ცვლილებებს, ამაზე არ მაქვს არანაირი ინფორმაციას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხებათ მმართველი პარტიის ოპონენტებს, ისინი ამბობენ, რომ რა სახის ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს მინისტრთა კაბინეტში, თანამდებობაზე დანიშნული პირები ხალხის პრობლემების გადაჭრისთვის არ იქნებიან შერჩეული.

გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დიდი ხანია საუბარი მიდის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსალოდნელი გადაყენების შესახებაც. ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები ამ მიმართულებითაც განხორციელდეს.

„დიდი ხანია მიდის საუბარი მათ შორის ღარიბაშვილის გამოცვლაზე და არ გამოვრიცხავ, რომ ესეც დადგეს დღის წესრიგში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა