მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ გვამების გახრწნის, სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო, არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ნაწლავის ჩხირის გავრცელების საშიშროება.
ამის შესახებ განცხადებას ქალაქის საკრებულო ავრცელებს.
„ჰაერის ტემპერატურამ უკვე 20 გრადუსს მიაღწია. ასე რომ, ძლიერი და მომაკვდინებელი ეპიდემიები შეიძლება მალე გავრცელდეს ქალაქში - ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემის არარსებობის, ნანგრევების ქვეშ ათასობით გვამის ხრწნის და სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო“, - ამბობენ საკრებულოში.