უკრაინის დედაქალაქ კიევში ორი აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა.
„მეგობრებო! საღამოს მტერმა ესროლა კიევს. ორი დარტყმა იყო შევჩენკოვსკის რაიონში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - წერს კლიჩკო