ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის მზად არის

ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის მზად არის

27-04-2022, 23:27 - 2022
489
       

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნიკოლოვმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბულგარეთის მთავრობა მოსკოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოებისთვის მზად არის.
 
ბულგარეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსულმა ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
 
ბულგარგაზმა ტრანზაქცია შეასრულა, რის შემდეგაც თანხა გაზპრომიდან უკან დაბრუნდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონტრაქტის დარღვევაზე, მაშინ სამართლებრივი პერსპექტივიდან აბსოლუტურად ნათელია, ვინ დაარღვია კონტრაქტი“, - განაცხადა ნიკოლოვმა.

       
პოპულარული