რუსეთის შეჭრიდან ორი თვის შემდეგ, უკრაინამ შეინარჩუნა კონტროლი მისი საჰაერო სივრცის უმეტესობაზე.
ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
„უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს თავისი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე. რუსეთმა ვერ შეძლო ეფექტურად გაანადგურებინა უკრაინის საჰაერო ძალები ან ჩაეხშო უკრაინის საჰაერო თავდაცვა. უკრაინა აგრძელებს რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებას რისკის ქვეშ“, - ნათქვამია ანგარიშში.