რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ცნობით, რუსეთში დააკავეს ორი რუსი, რომლებიც ბელგოროდის ოლქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დივერსიის მოწყობას გეგმავდნენ.
ФСБ ამტკიცებს, რომ ისინი „უკრაინელი ნეონაცისტების მხარდამჭერები“ არიან და რუსი სამხედროების შესახებ მონაცემებს უკრაინულ ვებსაიტზე Миротворец-ზე გზავნიდნენ.
„ბელგოროდის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა ბელგოროდის რეგიონის ერთ-ერთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დივერსიის ჩასატარებლად მომზადებისას დააკავა რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც უკრაინული ნაციზმის მომხრეები არიან“, - ამბებნ ФСБ-ში.