უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის ჯარები დნესტრისპირეთის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადებიან.
მათივე ინფორმაციით, დნესტრისპირეთის რეგიონის მოსახლეობა SMS შეტყობინებას ღებულობს უკრაინის სახელით.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახური ავრცელებს ყალბი შეტყობინების ნიმუშსაც:
"უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციისკენ მოუწოდებს. გარწმუნებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ სურთ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება, თუმცა ქალაქში დარჩენილები აღქმულები იქნებიან დივერსიულ ჯგუფებად და გაფრთხილების გარეშე გაანადგურებენ. ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ობიექტების სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა".