რუსი ოლიგარქი ადასტურებს, რომ თბილისში ღარიბაშვილი მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

რუსი ოლიგარქი ადასტურებს, რომ თბილისში ღარიბაშვილი მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
26-04-2022, 15:07 - 2022
830

რუსი სანქცირებული ოლიგარქი, ვლადიმერ ევტუშენკოვი ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ალი უზდენოვი თბილისში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ოლიგაქრი ამბობს, რომ შეხვედრა  მარტში შედგა.

"ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან ფეიკია. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს, როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას კითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა [მაკავშირებს]. არც არასდროს მქონია [საქმიანი], მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით", - აცხადებს ევტუშენკოვი. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა