რუსეთში, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრი იწვის.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ხანძრის ზონა დაზუსტებულია. ძლიერი კვამლია. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ათი ადამიანი, თანამშრომლები და ვიზიტორები ევაკუირებული არიან“, - ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.