ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, ისრაელმა საპასუხო ცეცხლი გახსნა

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, ისრაელმა საპასუხო ცეცხლი გახსნა

25-04-2022, 21:07 - 2022
791
       

25 აპრილს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.


ლიბანიდან ნასროლი რაკეტა საზღვართან ახლოს, დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ისრაელის შეიარაღებულ ძალებში ფიქრობენ, რომ რაკეტა არა ირანის მარიონეტულმა ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, არამედ ადგილობრივმა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისროლეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები