რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რაიონში საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუხსნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
„ორკები ცეცხლს უკიდებენ ლუგანსკის ოლქის ყველა თავისუფალ დასახლებას. დარტყმები განხორციელდა სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში, ნოვოდრუჟესკში, რუბეჟნოეში, ასევე გირსკში, სადაც ელექტროტრანსფორმატორი და მაღაზია დაიწვა“, - ამბობს გაიდაი.