მელიტოპოლში, რუსმა ოკუპანტებმა ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს.
ამის შესახებინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
„ჩემი 50-ზე მეტი კოლეგა გაიტაცეს ქვეყნის მასშტაბით, დღეს 29 მათგანი ოკუპანტების ტყვეობაშია. რაც შეეხება აქტივისტებს, ბიზნესმენებს, ოკუპანტები იტაცებენ ყველას, ვისაც პატრიოტული განწყობები აქვს. რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლში გაიტაცეს ბულგარეთის საპატიო კონსული“, - ამბობს ფედოროვი.