აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს

24-04-2022, 12:26 - 2022
559
       

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს.
 
ოკუპანტების იერიშების შედეგად ერთი ადამიანი, 48 წლის მამაკაცი დაიღუპა. აგრეთვე, განადგურდა 8 შენობა.
 
ამის შესახებ ინფორმაცია დნიპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ გაავრცელა.
 
ოკუპანტებმა ქალაქ პავლოჰრადში 3 რაკეტა ისროლეს, რომლებიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაეცა. შენობების გარდა, განადგურდა 3 ავტომობილი და 1 სატვირთო მანქანა. 2 რაკეტა კი სამრეწველო საწარმოს დაეცა, რომელიც სრულად განადგურებულია“, - წერს რეზნიჩენკო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები