უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, 22 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებების დროს რუსული ძალების ორი გენერალი მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრა.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ლიკვიდირებული პირების პერსონალური მონაცემების დაზუსტება.