ოკუპანტი რუსეთი სააღდგომო ზავზე უარს ამბობს და მარიუპოლის დაბომბვას აგრძელებს

ოკუპანტი რუსეთი სააღდგომო ზავზე უარს ამბობს და მარიუპოლის დაბომბვას აგრძელებს

23-04-2022, 16:45 - 2022
589
       

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე საჰაერო იერიშები განაახლეს.


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.

"გვაქვს რთული ამბები: მტერი ცდილობს საბოლოოდ ჩაახშოს მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგობა აზოვსტალის რაიონში. მათ განაახლეს საჰაერო იერიშები ქარხანაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ზონაში და შეეცდებიან, თავდასხმითი შეტევები განახორციელონ", - თქვა არესტოვიჩმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები