უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის სამი დასახლებიდან რუსი ოკუპანტები განდევნეს

უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის სამი დასახლებიდან რუსი ოკუპანტები განდევნეს

23-04-2022, 13:50 - 2022
662
       

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის სამი დასახლებული პუნქტიდან რუსი ოკუპანტები განდევნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"სასიხარულო ამბავი გვაქვს ფრონდის ხაზიდან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს მტრის წინააღმდეგ. სასტიკი ბრძოლები გუშინ მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. ჩვენმა ნაწილებმა რუსული ჯარის განდევნეს ბეზრუკის, სტალინოს, პრუდიანკას დასახლებებიდან და პოზიციები დაიკავეს", - წერს ოლეგ სინეგუბოვი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები