დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო Telegram არხზე წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ლიმანის რეგიონული ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი დაბომბეს.
დაბომბვამ გამოიწვია ხანძარი და ნგრევა როგორც საავადმყოფოში, ისე მიმდებარე სახლებში.
„ჩვენ ყურადღებით ვაფიქსირებთ ოკუპანტების დანაშაულებებს. რუსები და მათი სახელმწიფო, რომელმაც ჩვენს მიწას ნგრევა და სიკვდილი მოუტანა, ყველაფერისთვის გადაიხდიან“, - წერს კირილენკო.