კრემლის ინფორმაციით, პუტინმა შარლ მიშელს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის დატოვების უფლებას იქ მყოფებს, უკრაინის ხელისუფლება არ აძლევს.
"გარანტირებული აქვთ სიცოცხლე, ღირსეული მკურნალობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, მაგრამ კიევის რეჟიმი არ იძლევა ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალებას", - აცხადებს კრემლი.