ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას - გზავნილი უკრაინიდან

ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას - გზავნილი უკრაინიდან

22-04-2022, 00:02 - 2022
937
       

„კვლავაც ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაცემას უკრაინისთვის, მაგრამ ეს საკითხი წყდება არა საქართველოში, არამედ კრემლში“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში დავით არახამიამ განაცხადა.
 
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მდგომარეობა და ეს სიტუაცია ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო. ჩვენ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ და აშკარად გამოვხატავდით ჩვენს პოზიციას. ის არის ჩვენი მოქალაქე, ჩვენი მაღალი თანამდებობის პირი და საერთაშორისო შეთანხმებებისა და საერთაშორისო სამართლის პირობებში არსებობს ძალიან ლოგიკური, ნათელი და მკაფიოდ გაწერილი მექანიზმი იმისა, თუ როგორ უნდა გადმოცემულიყო ეს ადამიანი ჩვენთვის, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უბამს რუსეთის ხელისუფლებას. ვიღაცა ცდილობს, თავი მოაწონოს პუტინს. ასე მგონია. ვხედავ, რომ ეს ქმედებები სისტემური ხასიათისაა და არა ერთჯერადი...
 
ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაცემას უკრაინისთვის. ისევ ყრუ კედელს ვასკდებით, გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაცემა-არ გადაცემის საკითხი წყდება არა საქართველოში, არამედ კრემლში. საქართველო, ამ შემთხვევაში, უბრალოდ ამბის მომტანია
“, - განაცხადა არახამიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები