კიევის ოლქში ბერმა ოკუპანტების შეიარაღება აკურთხა და თანასოფლელების ძარცვაში დაეხმარა

კიევის ოლქში ბერმა ოკუპანტების შეიარაღება აკურთხა და თანასოფლელების ძარცვაში დაეხმარა

21-04-2022, 21:10 - 2022
562
       

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია ოკუპანტების დახმარებაში ეჭვმიტანილი სასულიერო პირი, რომელმაც კიევის ოლქში,  რუსი დამპყრობლები საკუთარ სახლში დაასახლა და თანასოფლელების მონაცემებიც გაუმხილა, ასევე უკურთხა შეიარაღებაც.
 
კიევ-სვიატოშინსკის რაიონული პროკურატურის განცხადებით, სასულიერო პირმა, ოკუპანტებს მიაწოდა ინფორმაცია ანდრეევკას ყველაზე მდიდარ მცხოვრებლებზე, რის შედეგადაც რუსებმა მათი სახლები გაძარცვეს.
 
რუსმა სამხედროებმა, რომლებსაც ის დაეხმარა, მთლიანად გაანადგურეს სოფელი ანდრეევკა. განადგურდა სოფლის ინფრასტრუქტურის 60%-ზე მეტი“, - აცხადებენ უწყებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები