უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანას არ აქვს საკმარისი იარაღი მარიუპოლში რუსეთის არმიის დასამარცხებლად.
მან აღნიშნა, რომ ქალაქში დაპირისპირების დასასრულებლად ორი პოტენციური გზა არსებობს.
„პირველი მოიცავს სერიოზულ და მძიმე შეიარაღებას. ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი, რომ გავათავისუფლოთ მარიუპოლი. მეორე დიპლომატიური გზაა. ამ დრომდე, რუსეთი ამაზე არ დათანხმებულა.
ჩვენ არ ვიცით, როდის შევძლებთ მარიუპოლის განბლოკვას და მე ამას ღიად ვამბობ, რომ მარიუპოლში ყველა ბიჭს უნდა გამარჯვება, მათ უნდათ თავისუფალი ქალაქი, არც ერთი მათგანი არ აპირებს, რომ მტერს დანებდეს. ეს მათი შინაგანი განცდაა, ეს არის ის, თუ როგორები არიან ისინი“, - განაცხადა ზელენსკიმ.