მარიუპოლის მცველებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური და ეროვნული პოლიციის რამდენიმე დანაყოფი შეურთდა

მარიუპოლის მცველებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური და ეროვნული პოლიციის რამდენიმე დანაყოფი შეურთდა

20-04-2022, 20:31 - 2022
969
       

36-ე საზღვაო ბრიგადის ჯარისკაცებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის სხვა დანაყოფებთან ერთად, წარმატებით ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია მესაზღვრეებისა და პოლიციის აზოვსტალის ქარხანაში ევაკუაციისთვის.
 
ამის შესახებ ინფორმაციას მედია 36-ე საზღვაო ბრიგადის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, მიკოლაევის საზღვაო ქვეითები და აზოვის დამცველები ჯავშანტექნიკით გამოვიდნენ საზღვაო პორტის ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური და ეროვნული პოლიციის რამდენიმე დანაყოფი.
 
მიკოლაევის საზღვაო ქვეითებმა და აზოვის დამცველებმა სამხედრო ბრძოლით გაარღვიეს გზა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის მებრძოლებისკენ და მათი 500-მდე წარმომადგენელი გადაიყვანეს "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე. სპეცოპერაციისას სერიოზულად დაზიანდა დამპყრობლების ცოცხალი ძალა“, - წერს უკრაინული მედია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები