ძალიან დიდი მსხვერპლია, ბუჩა მონაგონი იქნება - „აზოვის" პოლკის ერთ-ერთი დამაარსებელი

ძალიან დიდი მსხვერპლია, ბუჩა მონაგონი იქნება - „აზოვის" პოლკის ერთ-ერთი დამაარსებელი
20-04-2022, 19:12 - 2022
909

„ძალიან დიდი მსხვერპლია. იმ დონის მსხვერპლია, რომ ჩვენი საზოგადოება ამას ვერ წარმოიდგენს, ბუჩა მონაგონი იქნება“, - ამის შესახებ „აზოვის" პოლკის ერთ-ერთი დამაარსებელმა გიორგი ქუფარაშვილმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, ამ ომის დანაშაულების დაფარვა ხდება.
 
სამი დღეა მიმდინარეობს სტრატეგიული ბომბდაშენებით დაბომბვა. ასევე მძიმე არტილერია, ავიაცია. ყველაფერი რაც შეიძლება იყოს გამოყენებული. „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სადაც აზოვის მებრძოლები იმყოფებიან არის ასობით მოქალაქე. ასევე, ოჯახები. ხდება ამ ომის დანაშაულების დაფარვა. დახოცილების, დასახიჩრებულების, გაუპატიურებულების დაწვა.
 
რაც შემდგომ გამოიწვევს იმას, რომ ომის დანაშაული გამქრალია. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. ძალიან დიდი მსხვერპლია. იმ დონის მსხვერპლია, რომ ჩვენი საზოგადოება ამას ვერ წარმოიდგენს. ბუჩა მონაგონი იქნება
“, - განაცხადა გიორგი ქუფარაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა