2008-ში შეცდომა დავუშვით, გვეგონა, რომ სააკაშვილის გამო ხდებოდა - გზავნილი აშშ-დან

2008-ში შეცდომა დავუშვით, გვეგონა, რომ სააკაშვილის გამო ხდებოდა - გზავნილი აშშ-დან
20-04-2022, 14:05 - 2022
1 365

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი ფიონა ჰილი ამბობს, რომ დასავლეთს რუსეთთან მიმართებაში არაერთი შეცდომა აქვს დაშვებული, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.
 
ჰილის თქმით, საბოლოო ჯამში, ამ შეცდომებმა გამოიწვია 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრა
 
ვფიქრობ, ბევრი შეცდომა დავუშვით საქართველოსთან მიმართებაში იმიტომ, რომ შეფასების დიდი ნაწილი იყო, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა, - და იგი ყველას აღიზიანებდა… იყო შეგრძნება, რომ ეს რაღაც პირადი დაპირისპირება იყო, - მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო, რომ ეს ასე არ ყოფილა და უფრო ფართო საკითხი იყო“, - აცხადებს ფიონა ჰილი.


 
შეგახსენებთ,რომ ფიოლა ჰილი   2006-09 წლებში იყო შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა