რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ალყაში მოქცეულ მარიუპოლის მცველებს, რომლებიც „აზოვსტალის“ ქარხანაში იმყოფებიან, მორიგი ულტიმატუმი წაუყენა და ისევ დანებება მოსთხოვა.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები, წმინდა ჰუმანიტარულ პრინციპებზე დაყრდნობით, კვლავ სთავაზობენ ნაციონალისტური ბატალიონების მებრძოლებს და უცხოელ დაქირავებულებს, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები 20 აპრილს, მოსკოვის დროით 14:00 საათამდე და დაყარონ იარაღი“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.