ხარკოვს რუსეთი ყოველ დღე ბომბავს, თუმცა ხარკოველები ქალაქის ქუჩებს ასუფთავებენ და ყვავილებს რგავენ

ხარკოვს რუსეთი ყოველ დღე ბომბავს, თუმცა ხარკოველები ქალაქის ქუჩებს ასუფთავებენ და ყვავილებს რგავენ

20-04-2022, 00:06 - 2022
639
       

ხარკოვი აგრესორი რუსეთის მხრიდან ყოველდღიური შეტევის სამიზნეა და ქალაქი დღეში რამდენჯერმე იბომბება. 

ამის მიუხედავად, ხარკოველები ქალაქზე ზრუნვას არ წყვეტენ.

ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი ამბობს, რომ მათ ქალაქის იერსახის გასალამაზებლად უკვე დაიწყეს ყვავილების დარგვა.  

„ძვირფასო ხარკოველებო, ჩვენ გვბომბავენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვრგავთ ყვავილებს და ვგეგმავთ, როგორ შევქმნათ ხარკოვისგან მომავლის იდეალური ქალაქი", - აცხადებს იგორ ტერეხოვი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები