ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მრავალი ათწლეულის მანძილზე მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ატომური იარაღის გამოყენებას და ამტკიცებდა, რომ ჯერ კიდევ 1987 წელს სსრკ-ს და შეერთებული შტატების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია ბირთვული ომის გამარჯვების შეუძლებლობის შესახებ და მისი თავიდან აცილების აუცილებლობაზე.