უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ მარინკას მახლობლად ოკუპანტები დაამარცხეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ჩვენი ჯარების კონტრშეტევის შედეგად, მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია. თავდაცვის ძალებმა ამ ადგილას კონტროლი აღადგინეს", - წერს გენშტაბი.