"ვნახეთ" - პესკოვი მედვედჩუკის მიმართვას ეხმიანება

"ვნახეთ" - პესკოვი მედვედჩუკის მიმართვას ეხმიანება

19-04-2022, 17:01 - 2022
1 024
       

პესკოვი ვიქტორ მედვედჩუკის მიმართვას ეხმიანება.

ის ამბობს, რომ კრემლმა ნახა მისი მიმართვა გაცვლის მოთხოვნაზე, თუმცა მასზე მოსკოვის მხრიდან რეაქცია ჯერ არ არის.

"ჩვენ ვნახეთ მიმართვა. ამ დროისთვის არანაირი რეაქცია არ არის", - აცხადებს პესკოვი. 

შეგახსენებთ, რომ მედვედჩუკი 12 აპრილს სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მან თავად შესთავაზა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებისა და მცხოვრებლებში გაცვლა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები