რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროებმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"დაზუსტებული ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის 126-ე ბრიგადის დანაკარგი 75%-მდეა. შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, თითქმის 500 დაიჭრა, 70 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
ნახსენები ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაწერა მოხსენებები, რომლებშიც უარს ამბობენ ე.წ. სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობაზე", - წერია განცხადებაში.