უკრაინის გაერთიანებულმა ძალებმა იზიუმისა და ხარკოვის ოლქების გარშემო რუსი ოკუპანტებისგან რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ავრცელებს.
„დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, ინტენსიური საომარი მოქმედებების შედეგად რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. მეტ ინფორმაციას ვერ მოგცემთ“, - განაცხადა მან.