აზოვის ბატალიონის ჯარისკაცებმა ბლოკირებული მარიუპოლში კონტრშეტევა განახორციელეს.
ვრცელდება კადრები ქუჩებში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, სადაც ჩანს როგორ ანადგურებენ აზოველები რუს ოკუპანტებს.
უკრაინელმა მებრძოლებმა მტრის რამდენიმე სამხედრო ტექნიკა და ავტომანქანა გაანადგურეს. ქუჩის შეტაკებები, რომელიც კადრებში ჩანს მარიუპოლის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს.
„მარიუპოლის თავდაცვა გრძელდება. მიუხედავად მტრის აბსოლუტური ძალებისა, აზოვის პოლკის მებრძოლები ახორციელებენ კონტრშეტევას“, - ნათქვამია პოლკის განცხადებაში.