მოსკოვში, 200 000-მდე ადამიანი უმუშევარი რჩება - მოსკოვის მერი განცხადებას ავრცელებს

მოსკოვში, 200 000-მდე ადამიანი უმუშევარი რჩება - მოსკოვის მერი განცხადებას ავრცელებს

18-04-2022, 18:31 - 2022
1 242
       

უცხოური კომპანიების გასვლის გამო, მოსკოვის 200 000-მდე მცხოვრებს უმუშევრობა ემუქრება.
 
რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, ამ ადამიანებს დროებით დასაქმებას, კერძოდ კი ადგილობრივ პარკებში საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებას შესთავაზებენ.
 
ჩვენ ვაგრძელებთ დედაქალაქის ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესების გეგმის განხორციელებას. როგორც დაგეგმილი იყო, გასულ კვირას დავამტკიცეთ პროგრამა სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ მყოფი თანამშრომლების მხარდასაჭერად. ფედერალური ბიუჯეტიდან სუბსიდიების გათვალისწინებით, მის განსახორციელებლად გამოიყოფა 3,36 მილიარდი რუბლი. უპირველეს ყოვლისა, პროგრამა მიმართულია უცხოური კომპანიების თანამშრომლებზე, რომლებმაც დროებით შეაჩერეს საქმიანობა ან გადაწყვიტეს რუსეთის დატოვება. ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 200 000 ადამიანი სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა“, - წერს სობიანინი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები