ქუთაისელი ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად დაინიშნა

ქუთაისელი ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად დაინიშნა

18-04-2022, 16:39 - 2022
2 040
       

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოვალეობას გიზო უგლავა შეასრულებს.
 
ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
 
2022 წლის 17 აპრილიდან ბიუროს დირექტორის, არტემ სიტნიკის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამის უფლებამოსილებებს დროებით შეასრულებს მისი პირველი მოადგილე უგლავა.
 
ცნობისთვის, გიზო უგლავა დაიბადა 1975 წლის 18 ნოემბერს ქუთაისში. 2015 წლიდან არის უკრაინის მოქალაქე. გიზო უგლავამ კარიერა საქართველოს პროკურატურაში 1998 წელს დაიწყო, სადაც მუშაობდა 2012 წლის 7 ნოემბრამდე. მისი კომპეტენციის სფერო მოიცავს კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. უგულავა 2015 წლის აპრილში დაინიშნა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველ მოადგილედ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები