ახალი პოლიტიკური ალიანსი - მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“

ახალი პოლიტიკური ალიანსი - მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“

18-04-2022, 11:49 - 2022
1 079
       

როგოგრც პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პარტიას უახლოეს მომავალში ოფიციალურად შეუერთდება.
 
მისივე განცხადებით, მარგველაშვილის პოლიტიკური გზა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გადაიკვეთა - იმ დაპირებით, რომ 2024 წლის საპარლამენტო სიაში ის გარანტირებულ ადგილს დაიკავებს.
 
გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. მან შეარჩია პოლიტიკური ჯგუფი, რომელთან ერთადაც პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს, ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“. მისი სხვა პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია.
 
მას სურს გარანტირებული ჰქონდეს 2024 წლის არჩევნებში ადგილი. დაპირებაა, რომ ის 2024 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში ადგილს დაიკავებს. ის კომპრომისზე წავიდა, რადგან მისთვის „ნაცმოძრაობაში“ ყველაფერი მისაღები არ არის. გიორგი მარგველაშვილს საშინაო ფლანგზე არანაირი მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა არა აქვს. მას აქვს ქვეყნის გარეთ პოლიტიკური წონა არა პერსონალურად, არამედ როგორც მეოთხე პრეზიდენტს
“, - განაცხადა ძაბირაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკაში დაბრუნება ჯერ კიდევ 2020 წელს დააანონსა, თუმცა მას არ განუმარტავს, რა ფორმით და ვისთან ერთად გეგმავდა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღებას.
 
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად უკრაინაში პირველად გამოჩნდა. მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. მარგველაშვილთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წევრები: ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები