ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად რამდენიმე დასახლება - ლებიაჟიე, ბაზალიევკა და კუტუზოვკას ნაწილი - ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„ხარკოვის ოლქში ჩვენი დამცველები რამდენიმე წარმატებულ ოპერაციას ატარებენ, რის შედეგადაც ოკუპანტებს რეგიონის ცენტრიდან აშორებენ“, - წერს ოლეგ სინეგუბოვი.