ალიკა ცაავა და მისი სამი თაობა ოკუპანტების მსხვერპლია - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ტრაგედია

ალიკა ცაავა და მისი სამი თაობა ოკუპანტების მსხვერპლია - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ტრაგედია

17-04-2022, 14:09 - 2022
995
       

აფხაზეთიდან დევნილ 40 წლის ალიკა ცაავას, რომელიც გუშინ, ორ ქართველ მებრძოლთან ერთად უკრაინაში დაიღუპა, რამდენიმე დღეში მშობლიურ ქალაქ ჯვარში ჩამოასვენებენ.
 
ცაავების ოჯახის ტრაგედია, უკრაინაში არ დაწყებულა. მათი გვარის სამი თაობა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა.
 
მისი ახლობლის, ჟანა ფაცაციას თქმით, ცაავების ოჯახს ბოლო 30 წლის მანძილზე უმძიმესი ტრაგედია გადახდა თავს. ისინი გალის რაიონ სოფელ აჩიგვარადან იყვნენ, ცნობილი რუსთაველის ქუჩიდან.
 
ალიკას ბაბუა 60 წლის ჭიჭინ ცაავა, რომელმაც აფხაზეთის ომის შემდეგ სახლი არ დატოვა, 1994 წლის 7 თებერვალს, ძმა მირიანთან ერთად აფხაზებმა და რუსებმა ე.წ. "აჩისტკის" წმენდის დროს საკუთარ სახლში დააბეს, აწამეს და შემდეგ დაწვეს...
 
ალიკას მამა - ედემ ცაავა, 44 წლის ასაკში 1997 წელს აფხაზებმა სოფელში დახვრიტეს, იგი პარტიზანულ ბრძოლებში იყო ჩაბმული
“, - ამბობს ჟანა ფაცაცია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები