სუმის რაიონის სოფელ ბილკაში, რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლების შემდეგ, ქიმიური იარაღის ნარჩენები იპოვეს

სუმის რაიონის სოფელ ბილკაში, რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლების შემდეგ, ქიმიური იარაღის ნარჩენები იპოვეს

16-04-2022, 23:11 - 2022
577
       

სუმის რაიონის სოფელ ბილკაში, რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლების შემდეგ, ქიმიური იარაღის ნარჩენები იპოვეს.
 
ამის შესახებ უკრაინული რადიოს ეთერში, ტროსტიანეცის მერმა, იური ბოვამ განაცხადა.
 
ბოვას ინფორმაციით, აღმოჩენილია ზარინი და სხვა ნივთიერებები.
 
„სოფელ ბელკაში აღმოვაჩინეთ ქიმიური იარაღის ნაშთები - ზარინი და სხვა ნივთიერებები. ვიპოვეთ ამპულები. ახლა ამაზე უკრაინის უშიშროების სამსახური მუშაობს. შესაძლოა, ოკუპანტებს სურდათ ამ ქიმიური ნივთიერების კიევში, პოლტავაში ან სხვა ქალაქებში გამოყენება“, - განაცხადა მან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები