საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტისას თქვა, რომ იქ ომის დანაშაულებია ჩადენილი.
ქართველმა დეპუტატებმა ბუჩა და ირპენი მოინახულეს.
„საქართველო იყო ერთ-ერთი თანაავტორი საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის და რაც ჩვენ აქ ვიხილეთ, რა თქმა უნდა ცდება, ომის ყველა კანონის ჩარჩოს და ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ომის დანაშაულებია ჩადენილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.