უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი მძიმე დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
მისი ცნობით, რუსი ოკუპანტების მხრიდან თავდასხმა რუბეჟნოეში, გაწმენდითი სამუშაოების დროს მოხდა.
„ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია, რუბეჟნოიეში გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო ,მაგრამ... დიდება გმირებს“, - წერს ვანო ნადირაძე.