რუსეთი აზერბაიჯანს შეხების ხაზის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთი აზერბაიჯანს შეხების ხაზის დარღვევაში ადანაშაულებს

16-04-2022, 01:49 - 2022
752
       

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანმა მარტაკერტის (აზერბაიჯანულად აღდარას) რაიონში, იარმჯას დასახლებულ პუნქტში შეხების ხაზი დაარღვია.
 
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციის მიხედვით, მათი სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ინციდენტის მოსაგვარებლად ზომებს იღებს.
 
„იარმჯას დასახლებული პუნქტის რაიონში აზერბაიჯანის მხარის მიერ დაფიქსირდა შეხების დადგენილი ხაზის დარღვევა. რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა, აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ინციდენტის მოსაგვარებლად ზომებს იღებს.
 
უზრუნველყოფილია ლაჩინის დერეფნის გავლით აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოთხი კოლონის გაცილება: ორი ჩრდილოეთით, ორი სამხრეთით“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები