უკრაინამ დაასახელა რუსი გენერალი, რომელსაც მარიუპოლში "ომის დანაშაულებში" ედება ბრალი

უკრაინამ დაასახელა რუსი გენერალი, რომელსაც მარიუპოლში "ომის დანაშაულებში" ედება ბრალი
15-04-2022, 18:01 - 2022
870

CNN-ის ცნობით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა და დაასახელა რუსი გენერალი, რომელიც უკრაინაში ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. 

დაზვერვის ინფორმაციით, სწორედ ისაა მარიუპოლში ჩადენილი "ომის დანაშაულების" მთავარი დამნაშავე.

გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაური, ახლახან დასახელდა რუსეთის სამხედრო კამპანიის მეთაურად უკრაინაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დვორნიკოვი უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურად 8 აპრილს დაინიშნა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა