მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში, საცხოვრებელი სახლების ეზოებში დასაფლავებული ადამიანების ექსჰუმაცია დაიწყეს.
შესაბამის ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო ქალაქში დარჩენილ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, მათივე ცნობით, ყველა ეზოს ზედამხედველი ჰყავს მიჩენილი, რომელიც ქალაქში დარჩენილ ადამიანებს მოკლული ნათესავებისა და ახლობლების დამარხვის უფლებას არ აძლევს.
როგორც საკრებულოს განცხადებაშია აღნიშნული, უცნობია რატომ დაიწყეს რუსმა სამხედროებმა ადამიანების ექსჰუმაცია და რას უპირებენ ცხედრებს.